არქივი11 მაისი, 2024, 07:51
დღეს, საპროტესტო აქცია „ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ სამი ლოკაციიდან დაიწყება
11 მაისს, თბილისში საპროტესტო აქცია „ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია დედაქალაქში სამი ლოკაციიდან 19 საათზე დაიწყება და ყველა მიმართულებიდან პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.
შეხვედრის საწყისი ადგილებია რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო 300 არაგველი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.