პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს, რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება

დღეს, 13 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება. 19:00 საათზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით წავლენ.
"სტუდენტები ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.
ვიკრიბებით, რომ:
· ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!
· ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!
· ვუთხრათ - არა ძალადობას!
· ვუთხრათ - კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია, ვერ შეგვაშინებთ". - წერია სტუდენტების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.