დღეს ვლადიმერ პუტინის და სტივ უიტკოფის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრას დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც, რომელიც დიპლომატიურ მოლაპარაკებებში გარე მრჩევლის ფუნქციას ასრულებს.
სამიტს წინ უძღოდა ფლორიდაში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები, რომელსაც უტკოფი და კუშნერიც ესწრებოდნენ და რომლის მიზანი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის დახვეწა იყო.
გუშინ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის პრიორიტეტები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაა. ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებაში ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული ელემენტია.
უიტკოფმა მოლაპარაკებები ასევე გამართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ სერ კირ სტარმერთან, ზელენსკისთან და უკრაინის ახალ მთავარ მომლაპარაკებელთან, რუსტემ უმეროვთან, ზელენსკი-მაკრონის შეხვედრას კი ვირტუალურ რეჟიმში რამდენიმე ევროპელი ლიდერი შეუერთდა.
ორშაბათს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი „ძალიან დახვეწილია“ და დასძინა, რომ „ადმინისტრაცია ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი“.
„რაც შეეხება დეტალებს, მომლაპარაკებლებს მოლაპარაკების საშუალებას მივცემთ. თუმცა, ჩვენ საკმაოდ კარგად ვგრძნობთ თავს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება“, – აღნიშნა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს