ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ხვალ შეხვდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ხვალ უიტკოფთან შეხვედრაა დაგეგმილი. მან თავად განაცხადა ამის შესახებ. პრეზიდენტს დღეს რამდენიმე არასაჯარო შეხვედრა ექნება რუსეთ-ამერიკული კონტაქტებისთვის მოსამზადებლად“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა დღის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.