დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დასრულდა, დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება. საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქს ახალი, რეაბილიტირებული ბაღი დაემატა. კერძოდ,დღეს გლდანის ა მიკროში თბილისის 88-ე ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა.
მათივე ინფორმაციით მიმდინარე წელს 7 ახალი ბაღის გახსნა და კიდევ 2 ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობითვე, სეზონური ვირუსების ცირკულირებიდან გამომდინარე თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება ვირუსებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა