ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეიდან ოფიციალურად რეპრესირებული პროფესორი ვარ! – ქეთევან გიგაშვილი

დღეიდან ოფიციალურად რეპრესირებული პროფესორი ვარ! – ქეთევან გიგაშვილი

მქონია!!!
და ამის შეგრძნება მას შემდეგ, რაც „რეორგანიზაცია“ დააანონსეს, იმხელა ნეტარებას მგვრიდა, ამის გაცნობიერება ისეთ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ყველაფერი ამად ღირდა!
როგორადაც არ უნდა გაგრძელდეს ჩემი პროფესიული ცხოვრება, მთელი გულწრფელობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ ახლა, როცა ხელში ჩემი ღირსების, 33 წლის მანძილზე ჩემი სწორად მუშაობის დამადასტურებელი საბუთი მიჭირავს!
ერთი შიში მქონდა მხოლოდ – როგორ მიიღებდა ამას დედაჩემი! ხომ არ გამინერვიულდებოდა?
და სამი კვირის წინ, როცა ღიმილით ვუთხარი – ძალიან კარგი ამბავი უნდა გითხრა, ყველას გვათავისუფლებენ-მეთქი და მიზეზიც ვუთხარი – რომ ქუჩაში ვდგავართ და რეჟიმს ვაპროტესტებთ, გულწრფელად გაეღიმა, მერე გაეცინა, მერე ერთად დავიწყეთ სიცილი და ასე….
ეს შიშიც მოხსნილი მქონდა და ახლა დიიიიიიდი ნეტარებით ჩავიბარე ბრძანება!
დღეიდან ოფიციალურად რეპრესირებული პროფესორი ვარ!, – წერს ქეთევან გიგაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.