იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი – NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი – NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი – NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა.
ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ქვეყანაში სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.
NSDI გეოპორტალი არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს.
პორტალზე განთავსდება რუკები, ორთოფოტოები, მიწის ნაკვეთების საზღვრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. კერძო კომპანიები განათავსებენ ინფორმაციას მათი ინფრასტრუქტურის განლაგების, დაფარვის ზონების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
გეოპორტალის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ინვესტიციების მოძიება და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.
NSDI გეოპორტალის მონაცემთა ფორმატები სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ ინტეგრირებას და გამოყენებას ევროკავშირის მონაცემთა სივრცის ინფრასტრუქტურაში.
პლატფორმის კოორდინაციას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს