არქივი23 ნოემბერი, 2023, 16:09
დუბლინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი დაჭრა - მათ შორის 2 ბავშვია
ირლანდიური მედიის ცნობით, დუბლინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სულ მცირე 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულთაგან 2 - ქალი და ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. ხუთივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდასხმა ირლანდიის დედაქალაქის ცენტრში ადგილობრივი დროით შუადღის ორ საათზე მოხდა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.