“დუბინკა” მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო… ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშსო თუ მოუხდითო“ – რას იხსენებს მიშა მესხი?

2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ, წულუკიანის კომისიის სხდომაზე, მიხეილ მესხმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში შეიყვანეს, სადაც ერთ-ერთი პოლიციელი სთხოვდა, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის და მისი ძმის, გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით შეეგინებინა, უარის შემდეგ კი მესხს იგი ხელკეტით გაუსწორდა.
“შენობაში ბიჭები უკვე ეყარნენ ძირს, დავინახე ორი-სამი ვიდეოგადამღები და გამიხარდა, ალბათ, ჟურნალისტები არიან და აღარ მცემენ-მეთქი. თურმე, თავიანთი პირადი ვიდეოგადამღებები გვიღებდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, “გრეჩიხებს”, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ “დუბინკა” მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო. საშინელი დღე იყო. ცუდად ვარ, თავი დამანებე-მეთქი. მახსოვს, რომ ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე, რომელმაც უთხრა, რომ გეყოფათ, დაანებეთ თავი და ჩაიყვანეთ ქვემოთო. ამ ადამიანი მერე დაიჭირეს კიდეც, აქციებიდან ვიცნობდი მას. შემდეგ, ჩამიყვანეს კიბეებით ქვემოთ. მაშინ პირველად ვიყავი დროებითი მოთავსების იზოლატორში და იქ ერთი პოლიციელი მოვიდა, სკამის ფეხი ეკავა და ისეთი პირით მაგინებდა დედას, მანდედან ხომ გამოხვალო….
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს, მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, მასთან მივიდა იმჟამინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:
“ეკა ხერხეულიძე იყო შემოსული, დიმა ლორთქიფანიძე და რუსუდან კერვალიშვილი. ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშსო თუ მოუხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებსო, გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)