ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრონების გამოჩენის გამო ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერებული იყო

დრონების გამოჩენის გამო ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერებული იყო

ბელგიური მედია RTBF-ის ცნობით, ბრიუსელისა და ლიეჟის საერთაშორისო აეროპორტის თავზე ამოუცნობი დრონების რამდენიმე ჯგუფის გამოჩენის გამო, აეროპორტები დროებით დახურული იყო.
საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის განცხადებით, აეროპორტმა ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღო.
ბელგიის საჰაერო ნავიგაციის მიმწოდებელი კომპანიის Skeyes-ის წარმომადგენლის თქმით, აეროპორტის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის შემდეგ ფრენების მინიმუმ 30 წუთით შეჩერება სტანდარტული პროცედურაა.
"ფრენების შეჩერება სტანდარტული პროცედურაა, რათა აუცილებელი შემოწმებისთვის საკმარისი დრო იყოს უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა". - თქვა Skeyes-ის წარმომადგენელმა.
ამჟამად, აეროპორტებში ფრენები უკვე აღდგენილია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.