პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრონებით შეტევის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტები დაიხურა

მოსკოვის ოლქის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც რუსეთის დედაქალაქს 26 ნოემბერს დრონები მიუახლოვდნენ. Flightradar-ის მონაცემებით, ფრენები შეჩერებულია.
რუსული მედია ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვამ 11 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო მაშინ, როდესაც ქალაქ ტულაში ერთი შენობა დრონის სამიზნე გახდა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს.
europetime.eu

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.