ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში რუსების მხრიდან დრონებით შეტევის გამო 11 წლის ბავშვი დაშავდა – უკრაინა

კიევზე Shahed-ის ტიპის დრონებით თავდასხმისა და მათი ჩამოგდების შედეგად, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
"სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი. მას ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ," - წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.
25 ნოემბრის ღამით უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაივის ოლქების თავზე მტრის 6 დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის და მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.