„დროა, შეჩერდეს ესკალაცია“ – გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანსა და ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტონ ესკალაცია.
„ისრაელის ბომბდამშენები ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ირანის სარაკეტო დარტყმები თელ-ავივზე. საკმარისია ესკალაცია. დროა, შეჩერდეს. მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ის პლატფრომა X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს ესაუბრა შექმნილ ვითარებაზე.
„კვლავ დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. ამავდროულად, რეგიონის სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, მან ყველა მხარეს მოუწოდა „იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით“ და შეამცირონ დაძაბულობა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის