ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.
ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.
ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.
გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.