ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტუსკმა კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს

დონალდ ტუსკმა კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს

დონალდ ტუსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კაროლ ნავროცკის ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„კონსტიტუციისა და ჩვენი სინდისის შესაბამისად, ჩვენ სადაც საჭირო იქნება, ახალ პრეზიდენტთან ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, ახლა პოლონეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა „მთელი კოალიციისგან ერთიანობასა და გამბედაობას მოითხოვს“.
„პირველი გამოცდა ნდობის გამოცხადება იქნება, რის შესახებაც სეიმს უახლოეს მომავალში მივმართავ“, - აღნიშნა ტუსკმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, ხოლო ტრჟასკოვსკიმ ხმების 49.11%-ი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.