ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპს ავუხსენი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს პოლონეთში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას, აშშ-თან მჭიდრო მოკავშირეობას - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდასა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას დუდა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპთან ერთად ორმხრივი ურთიერთობები და პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები განიხილა.
„მთავარი თემა იყო პოლონეთისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება ვილნიუსში დასრულებული „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტისა და ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის კონტექსტში, ასევე წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე ხარჯების დონის გაზრდის საკითხი“, – წერს დუდა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტი წერს, მან ტრამპს აუხსნა, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს ქვეყანაში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას – ამერიკასთან მჭიდრო მოკავშირეობასა და პარტნიორობას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.