დონალდ ტუსკი - უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა ომის პერიოდში ვცხოვრობთ - ვიქტორ ორბან, ვის მხარეს ხართ?

ვიქტორ ორბან, ვის მხარეს ხართ?, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ზე წერს.
„პრემიერ-მინისტრო, ვიქტორ ორბან, უკრაინის წინააღმდეგ ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო. სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა ომის პერიოდში
ვცხოვრობთ. ასეთ დროს კი ისმის შეკითხვა, ვის მხარეს ხართ?“, - წერს დონალდ ტუსკი.
დონალდ ტუსკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომში რუსეთი და უკრაინა არიან და არა უნგრეთი“.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო დონალდ ტუსკ, მესმის, რომ უკრაინის მხარეს მტკიცედ დგახართ. გთხოვთ, გაიგეთ, რომ ჩვენ უნგრეთის მხარეს მტკიცედ ვდგავართ. თქვენი შეკითხვაა, თუ ვინ გაიმარჯვებს რუსეთ-უკრაინის ომში. ჩემი შეკითხვაა, როგორ დავასრულოთ ომი, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და უნგრელების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ცდილობთ გაიმარჯვოთ ომში, რომელიც მიგაჩნიათ, რომ თქვენია. მე მსურს, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.