ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტუსკი: ევროპა რუსული აგრესიის სამიზნეა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროპა, რუსული აგრესიის სამიზნეა, ამიტომ მთლიანად კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობასთან შეიქმნება უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც იმუშავებს პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, „განსაკუთრებით საჰაერო სივრცის“ და „აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე მოკავშირეების მონაწილეობით“.

„რუსეთის ეკონომიკა უკვე გადავიდა სამხედრო შეიარაღების სისტემაზე და ევროპა გაცილებით ჩამორჩება“, - დასძინა ტუსკმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.