დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აირჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ის ავღანეთისა და ერაყის მისიებშიც მსახურობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ