არქივი13 ნოემბერი 2024, 10:51
პენტაგონის ხელმძღვანელი Fox News-ის წამყვანი იქნება, CIA-ს დირექტორი კი დაზვერვის ყოფილი უფროსი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელი და CIA-ს დირექტორი წარადგინა. აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი იქნება აშშ-ს არმიის ვეტერანი და Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეთი, ხოლო CIA-ს უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
ტრამპმა ადმინისტრაციაში ბიზნესმენი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამიც მიიწვია, რათა ერთობლივად უხელმძღვანელონ შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE).
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.