პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა 14 ქვეყნის ლიდერებს ახალი ტარიფების შესახებ წერილები გაუგზავნა

დონალდ ტრამპმა 14 ქვეყნის ლიდერებს ახალი ტარიფების შესახებ წერილები გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ქვეყნის ხელმძღვანელებს წერილები გაუგზავნა, რომლითაც მათ ახალი სატარიფო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამავდროულად, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ აქტს, რომელიც ყველა ტარიფის, ჩინეთისთვის დასაწესებელი ტარიფების გარდა, ამოქმედების 1-ელ აგვისტომდე გადაწევას ითვალისწინებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მტკიცეა დაწესებული ახალი ვადა, დონალდ ტრამპმა უპასუხა :
„ვიტყოდი, რომ მტკიცეა, მაგრამ არა 100%-ით მტკიცე. თუ ისინი დაგვიკავშირდებიან და მეტყვიან, რომ სურთ რაიმე სხვანაირად გააკეთონ, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით“.
ტრამპის პირველი წერილები იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბასა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე-მიუნგის გაეგზავნათ. წერილების თანახმად, ორივე ქვეყანას 1-ელი აგვისტოდან 25%-იანი ტარიფი დაეკისრება, თუმცა ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ აშშ-სთან შემდგომ მოლაპარაკებებს გეგმავენ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი წერილები გაეგზავნა მალაიზიას, ყაზახეთს, სამხრეთ აფრიკას, მიანმარს და ლაოსს, რომლითაც მათ ლიდერებს აცნობეს ახალი ტარიფების შესახებ, რომლებიც 40%-ს აღწევს.
მოგვიანებით, მან წერილები გაუგზავნა ტუნისის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ინდონეზიის, ბანგლადეშის, სერბეთის, კამბოჯის და ტაილანდის ლიდერებს.
დონალდ ტრამპმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ტარიფების თავიდან ასაცილებლად, საქონელი შეერთებულ შტატებში აწარმოონ.
შეგახსენებთ, აშშ-ში იმპორტრებულ საქონელზე გაზრდილი ტარიფები 9 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.