ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ წერილები კიდევ 8 ქვეყანას, მათ შორის მოლდოვასა და ბრაზილიას, გაუგზავნა

დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ წერილები კიდევ 8 ქვეყანას, მათ შორის მოლდოვასა და ბრაზილიას, გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ წერილები კიდევ რვა ქვეყანას გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებას 1-ელ აგვისტომდე ვერ მიაღწევენ, აშშ მათგან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადებს გაზრდის.
მედიის ინფორმაციით, ტრამპმა წერილები გაუგზავნა ბრაზილიის, მოლდოვას, ფილიპინების, ბრუნეის, ალჟირის, ლიბიის, ერაყისა და შრი-ლანკას ლიდერებს.
დოკუმენტების თანახმად,ალჟირის, ლიბიის, შრი-ლანკისა და ერაყისთვის იმპორტის 30%-იანი გადასახადების დაწესება იგეგმება, მოლდოვასა და ბრუნეისთვის - 25%-იანი, ხოლო ფილიპინებისთვის - 20%-იანი.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფების შემოღების გეგმის შესახებ განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრაზილიაში ამერიკული პლატფორმების ცენზურა დაასახელა. ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლულა და სილვასადმი გაგზავნილ წერილში ტრამპმა ბოლსონაროს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს „ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა ახალი სატარიფო განაკვეთის შესახებ წერილები 14 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.