არქივი13 ნოემბერი, 2025, 08:10
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ „შათდაუნ“ ასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. „შათდაუნის“ შემდეგ.
მანამდე, კანონპროექტი მიიღო აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ.
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი ექვსმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმაც დაუჭრა.
აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი“43 დღის წინ დაიწყო. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.