ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ხელი მოვაწერე კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ

დონალდ ტრამპი - ხელი მოვაწერე კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა ფაილის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს ეპშტეინის საქმეზე მიმდინარე გამოძიებიდან ყველა ინფორმაცია მოძიებადი და ჩამოსატვირთი ფორმატით.
„შესაძლოა, „დემოკრატების“ და ჯეფრი ეპშტეინთან მათი კავშირის შესახებ სიმართლე მალე გამოვლინდეს, რადგან მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ტრამპის მხარდაჭერით, კანონპროექტი გუშინ კონგრესის ორივე პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ის ციხეში გარდაიცვალა

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.