დონალდ ტრამპმა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელად კიტ კელოგი დანიშნა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლად დაინიშნა. ტრამპის თქმით, კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ იმუშავებს.
ტრამპმა კელოგი “მაღალი ავტორიტეტის მქონე სამხედრო ექსპერტად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ მას უკრაინის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო და წარმატებული სამუშაო ურთიერთობა აქვს.
ტრამპის განცხადება:
“სასიამოვნოა გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი დანიშნულია უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად. გენერალი კელოგი, მაღალი რანგის სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. მას მათთან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვს და კარგად იცნობს. ვულოცავ გენერალ კელოგს!”
გენერალი კელოგი ადრე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად