დონალდ ტრამპმა კიტ კელოგი უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
-ის პრეზიდენტის განმარტებით, კელოგი უშუალოდ იმუშავებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის სხვა ლიდერებთან.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი დაინიშნა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად. გენერალი კელოგი, უაღრესად პატივსაცემი სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის მათ კარგად იცნობს და მათ ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვთ”, – წერს ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ კელოგს მანამდე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამოთიშეს, რადგან მოსკოვმა ეს დაჟინებით მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ყოფილი ამერიკელი გენერალი უკრაინასთან ზედმეტად დაახლოებული პირი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად