ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა პოლიტიკური მიმომხილველი, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი კონტრიბუტორი ტემი ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლიტიკური მიმომხილველი, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი კონტრიბუტორი ტემი ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე წარადგინა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის თქმით, ბრიუსი ადრევე მიხვდა პოლიტიკური მოძრაობის, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ (MAGA) ძალასა და მნიშვნელობას.
„მან ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო და 1990-იან წლებში, როდესაც იყო ლიბერალი აქტივისტი, დაინახა რადიკალი მემარცხენეების ტყუილი და თაღლითობა. იგი მალე გახდა რადიოსა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა“, – წერს ტრამპი.
ტემი ბრიუსი „ფოქს ნიუსს“ 2005 წელს შეუერთდა. ტელეკომპანიის განცხადებით, ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში „ფოქს ნიუსის“ ძალიან ღირებული კონტრიბუტორი იყო.
ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დონალდ ტრამპს ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რობიო ჰყავს წარდგენილი.
წყარო: 1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.