დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება -ის კოსმოსური სამეთაურო შტაბის კოლორადოდან ალაბამაში გადატანაზე

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ -ის კოსმოსური სამეთაურო შტაბი კოლორადოდან ალაბამის შტატში, ჰანტსვილში გადააქვს. “ჰანტსვილი იქნება სარაკეტო ქალაქი”, – განაცხადა მან 2 სექტემბერს თეთრ სახლში.
ამ გადაწყვეტილებით ტრამპმა გააუქმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რაც კოსმოსური სამეთაურო შტაბის კოლორადოში მუდმივად დატოვებას გულისხმობდა და ამით თავის დროზე ბაიდენმა გააუქმა ტრამპის 2021 წლის გადაწყვეტილება სამეთაურო შტაბის ალაბამაში გადატანის შესახებ. თავდაპირველად შტაბი კოლორადოში დროებით განათავსეს, როცა 2019 წელს შეიქმნა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური პროგრამა.
ალაბამის სენატორი ტომი ტუბერვილი და შტატის სხვა ლიდერები მოითხოვდნენ კოსმოსური სამეთაურო შტაბის ალაბამაში მუდმივად განთავსებას და ამის გამო უპირისპირდებოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას.
ტრამპის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მცდარად შეეწინააღმდეგა მის ადრინდელ გადაწყვეტილებასო.
“ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ჩამოვრჩებით ჩინეთსა და რუსეთს” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 2 სექტემბერს.
2022 წელს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ალაბამაში სწორედ ჰანტსვილს მიენიჭა უპირატესობა ხუთ სხვა ადგილმდებარეობას შორის. თუმცა, ბაიდენმა 2023 წელს არჩია კოსმოსური სამეთაურო შტაბი კოლორადოში დაეტოვებინა, რაც მომხრეთა შეფასებით, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო სამხედრო მზადყოფნისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა