ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ

Reuters - დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ „რუსეთის ომის დაფინანსების გამო ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოახდინონ“.
„პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტ ტრამპს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისას დაურეკეს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს ომის დაფინანსებას ახდენს. რუსეთმა ბოლო ერთ წელიწადში საწვავის გაყიდვით ევროკავშირისგან 1,1 მილიარდი ევრო მიიღო“, - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.