პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა

„რესპუბლიკური“ პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მის ოპონენტ კამალა ჰარისთან დებატების შესახებ ტელეარხ Fox News-ის წინადადება  უარყო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, დებატები Fox News-ის ეთერში 24 ან 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

„განმეორებითი რემატჩი არ იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა Truth Social პლატფორმაზე.

ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.