ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისი სამედიცინო ისტორიას ასაჯაროებს და დონალდ ტრამპს სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანადო გამჭვირვალობაში ადანაშაულებს

კამალა ჰარისი სამედიცინო ისტორიას ასაჯაროებს და დონალდ ტრამპს სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანადო გამჭვირვალობაში ადანაშაულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც ასკვნის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის საპრეზიდენტო პოსტისთვის შესაფერისია.
დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ჰარისმა დონალდ ტრამპი საკუთარი სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანადო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა.
ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის „რესპუბლიკელ“ კონკურენტს "არ სურს, ამერიკელმა ხალხმა დაინახოს, არის თუ არა ის პრეზიდენტის პოსტისთვის შესაფერი“.
სამედიცინო ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ჰარისის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია: „დონალდ ტრამპო, თქვენი ჯერია".
სამედიცინო ისტორიის გასაჯაროების გარეშე, ყოფილი პრეზიდენტის გუნდმა განაცხადა, რომ, დონალდ ტრამპის ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სრულყოფილი და შესანიშნავია“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.