ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსი დაასახელა

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსი აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ და უამრავი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ყველაზე შესაფერისი ადამიანი არის სენატორი ჯეი დი ვანსი, დიდებული ოჰაიოს შტატიდან“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსი თანამდებობას 2023 წლიდან იკავებს და ცნობილი 2016 წელს წიგნის „ჰილბილის ელეგია“-ს გამოსვლით გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.