დოლანდ ტრამპა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დეივიდ ვანსი წარადგინა
აშში-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დოლანდ ტრამპა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დეივიდ ვანსი დაასახელა.
“ხანგრძლივი განხილვებისა და ფიქრის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის დიდი ტალანტისა გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ვიცე-პრეზიდენტობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია სენატორი ჯეიმს დეივიდ ვანსი ოჰაიოს შტატიდან”, – განაცხადა ტრამპმა.
39 წლის ვანსი ოჰაიოს შტატის სენატორია. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია, თუმცა წლების წინ ტრამპის აქტიური კრიტიკოსი იყო.
“39 წლის ვანსი ტრამპის მკაცრი კრიტიკოსი იყო 2016 წელს, შემდეგ კი გახდა პრეზიდენტის გულმხურვალე დამცველი, ეთანხმებოდა რა მის ცრუ პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ”, – წერს Reuters ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ.
ვანსი ყოფილი სამხედროა – მსახურობდა საზღვაო ფლოტში. მოგვიანებით დაასრულა იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.