ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაშინგტონ პოსტი: დონალდ ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

ვაშინგტონ პოსტი: დონალდ ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამერიკულის გაზეთის ინფორმაციით, ეს პირველი საუბარი იყო ტრამპსა და პუტინს შორის, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა და ის უკრაინაში ომს შეეხებოდა.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ტრამპმა პუტინს ურჩია თავი შეიკავოს უკრაინაში ომის ესკალაციისგან და შეახსენა ამერიკის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა ევროპაში. რამდენიმე წყაროს თანახმად ტრამპმა და პუტინმა განიხილეს მშვიდობის აუცილებლობა ევროპაში და ტრამპმა გამოხატა მზაობა შემდეგი დისკუსიებისთვისაც.
ამერიკული გაზეთის წყაროების თანახმად, ამ სატელეფონო საუბრის შესახებ კიევი ინფორმირებული იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.