არქივი1 აგვისტო, 2025, 11:37
დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

Reuters-ის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა.
პრეზიდენტმა ტარიფები დაუწესა მათ შორის კანადას (50%), ბრაზილიას (25%), ინდოეთს (25%), ტაივანს (20%) და შვეიცარიას (39%).
Reuters წერს, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებაში 69 სავაჭრო პარტნიორისთვის იმპორტის გადასახადის – 10%-დან 41%-მდე ზრდა არის მითითებული.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყველა უცხო ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.