რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა

რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, წლების მანძილზე მათთან შედარებით მცირე ვაჭრობა გვაქვს, რადგან მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, და სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაძაბული და შემაწუხებელი არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ. ასევე, მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს, და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს – ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია