დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადება შესანიშნავი იდეაა

ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადება შესანიშნავი იდეაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ბლოკადის მეშვეობით ვაკონტროლებთ მას და მე მისი ტერიტორიად გამოცხადების იდეა მომწონს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას არ ცდილობს. ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს ისეთი შეთანხმების დადება არ სურს, როგორიც აუცილებელია.

„მათ შეთანხმების დადება სურთ, მაგრამ არ გეგმავენ ისეთი შეთანხმება დადონ, როგორიც მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია. ჩვენ იქ ერთი მიზეზის გამო ვართ: ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…