ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს

-ის პრეზიდენტი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“უპატივცემულობის გამო, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზარს აჩვენა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში. გარკვეულ მომენტში, იმედია უახლოს მომავალში, ჩინეთი გაიაზრებს, რომ აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ძარცვა აღარ არის მდგრადი ან მისაღები.
მეორე მხრივ, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, რათა მოელაპარაკათ გამოსავალზე ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტით მანიპულაციის და არაფულადი ტარიფების საკითხებზე, და ამ ქვეყნებს, ჩემი ვარაუდით, არ უპასუხიათ რაიმე გზით, სახით, ან ფორმით შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თანხმობა გავეცი 90-დღიან პაუზასა და საგრძნობლად დაწეულ საპასუხო ტარიფებზე ამ პერიოდში, 10%-ით, რაც ასევე დაუყოვნებლივ შევა ძალაში”, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”