არქივი10 აპრილი, 2025, 10:22
დონალდ ტრამპი ტარიფების 90 დღით დაპაუზებაზე - გულიდან დავწერე, იურისტებთან წვდომა არ მქონია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით კურსის შეცვლის გადაწყვეტილება „გულიდან მომდინარეობდა“ და იურისტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.
„ამაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი. უბრალოდ დავწერე, მე არ - ჩვენ არ გვქონია - იურისტებთან წვდომა. ჩვენ ეს გულიდან დავწერეთ, არა? ეს გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, რომ ის ასევე კარგად იყო დაწერილი“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, ტრამპმა გუშინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.