დონალდ ტრამპი კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ საავტომობილო საქონელზე ტარიფებს ერთი თვით გადადებს

დონალდ ტრამპი ერთი თვით გადადებს კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ საავტომობილო საქონელზე ტარიფების შემოღებას. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საავტომობილო კომპანიების – General Motors-ის, Ford-ის და Stellantis-ის – აღმასრულებელ დირექტორებთან საუბრის შემდეგ მიიღო.
კერძოდ, მეწარმეებმა ტრამპს მოუწოდეს, გააუქმოს 25%-იანი ტარიფები მექსიკიდან და კანადიდან შემოსულ მანქანებზე, რომლებიც შესაბამისობაშია წარმოშობის წესების შესახებ 2020 წლის აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმებასთან.
მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს როგორც ამერიკელ, ასევე უცხოელ ავტომწარმოებლებს, რომლებიც ასევე არიან აღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს