არქივი17 თებერვალი 2025, 20:26
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალაუფლება ხალხს დავუბრუნეთ

ვინ მართავს ქვეყანას ახლა?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„თავის ახალ წიგნში, „ამერიკული ლევიათანი: ადმინისტრაციული სახელმწიფოს დაბადება და პროგრესული ავტორიტარიზმი“, - ნედ რიუნი „დიფ სტეიტის“ ისტორიას ააშკარავებს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაზე არაკონსტიტუციური კონტროლი დაამყარა და მსოფლიოში სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია“, - წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „ეს არ არის ის, რაც დამფუძნებელ მამებს გეგმაში ჰქონდათ“.
„5 ნოემბერს ჩვენ ძალაუფლება ხალხს დავუბრუნეთ!“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.