ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება - ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ

დონალდ ტრამპი - უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება - ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ

უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება“.
„მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. ვიცი, რომ ეს საფრანგეთმა ახსენა, სხვებმაც, დიდმა ბრიტანეთმაც ახსენა. ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ თხოვნა არ ყოფილა“.
„არ მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება მოგვიწევს. არ მსურს ამის გაკეთება. ასევე, ეს საკითხი არასდროს წამოჭრილა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.