დონალდ ტრამპი – ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი – მოჯთაბა ხამენეი არ ვიცით, მკვდარია თუ არა, ის არავის უნახავს, ეს უცნაურია

არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათი ლიდერი. არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან არის დასახიჩრებული. ამბობენ, რომ ფეხი დაკარგა და ძალიან არის დაშავებული. ზოგიერთი ამბობს, რომ მკვდარია. არავინ ამბობს იმას, რომ ის 100%-ით ჯანმრთელად არის. არ ვიცით, მკვდარია თუ არა. ის არავის უნახავს. ეს უცნაურია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება