დონალდ ტრამპი – შესაძლოა, ნიკოლას მადუროს ვესაუბრო

შესაძლოა, ნიკოლას მადუროს ვესაუბრო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვნახოთ. შესაძლოა, მას ვესაუბრო. შესაძლოა, ვენესუელას ვესაუბროთ. ამას მათ გუნდთან განვიხილავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, რატომ სურს ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან საუბარი მას შემდეგ, რაც აშშ-მა მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ამის მარტივად გაკეთება კარგი იქნება“.
„თუ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ამის მარტივად გაკეთებას შევძლებთ, მაშინ ეს კარგი იქნება. მაგრამ, ასევე, თუ რთული გზით გაკეთება მოგვიწევს, მაშინ ესეც კარგი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო