ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ღაზაში ომი დასრულდა

დონალდ ტრამპი - ღაზაში ომი დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდება.
„ვფიქრობ, რომ კი, ვფიქრობ, რომ ის შენარჩუნდება“, - განუცხადა ტრამპმა ისრაელში გამგზავრებადე ჟურნალისტებს, შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
მისი თქმით, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც მიაჩნია, რომ შეთანხმება შენარჩუნდება, მათ შორის ის, რომ ხალხი „დაიღალა“ კონფლიქტით.
„ვფიქრობ, რომ ხალხი დაიღალა ამით. საუკუნეები გავიდა. ვფიქრობ, ხალხი დაიღალა. დიახ, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ღაზაში ომი დასრულებულია.
„ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით? კარგად ვაგვარებ ომებს. კარგად ვამყარებ მშვიდობას“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და რომ ნეთანიაჰუმ ძალიან კარგი სამუშაო გაწია.
„ის ომის დროის პრეზიდენტია. ძალიან კარგი სამუშაო გაწია. მასთან გარკვეული უთანხმოებები მქონდა და სწრაფად მოგვარდა. ვფიქრობ, რომ მან შესანიშნავი სამუშაო გაწია. ვფიქრობ, რომ ის ამ დროს სწორი ადამიანი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.