ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: ქვეყნებს ფული შეიძლება ვალად მივცეთ, შეღავათიან ფასად, განუსაზღვრელი ვადით, უპროცენტოდ, მაგრამ ეს უნდა იყოს სესხი და არა საჩუქარი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას კომენტარი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზეც გააკეთა.

მისი განცხადებით, ქვეყნებისთვის დახმარების გაცემა უსასყიდლოდ არ უნდა ხდებოდეს.

„მათ შეიძლება ფული ვალად მივცეთ, შეღავათიან ფასად, განუსაზღვრელი ვადით, უპროცენტოდ, მაგრამ ეს უნდა იყოს სესხი და არა საჩუქარი“, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.