აშშ უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ეხმარება, ვიდრე ნატო - ნატო უნდა გათანაბრდეს - დონალდ ტრამპი
ნატო უკრაინას აშშ-ზე ნაკლებად ეხმარება, ნატოს ქვეყნები აშშ-სთან უნდა გათანაბრდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„უკრაინას 100 მილიარდი დოლარით მეტად ვეხმარებით, ვიდრე ნატო. არავინ გვყავს [ხელისუფლებაში], ვისაც პატივს სცემენ და დაჟინებით იმას მოითხოვენ, რომ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. არასწორია, ნატო უნდა გათანაბრდეს და ახლავე. და ამას გააკეთებენ, თუ სწორად ვთხოვთ”, - წერს ტრამპი.
მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან ნატო “ძლიერი გახადა” და ალიანსის წევრებს მეტის გადახდას აიძულებდა, რათა თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ის მიზნობრივ მაჩვენებლებამდე მიეღწიათ.
„როდესაც 20 ქვეყანას ვუთხარი, რომლებიც თავის სამართლიან წვლილს არ იხდიდნენ, რომ უნდა გადაიხადონ, ვუთხარი, რომ ამის გარეშე აშშ-ის სამხედრო დაცვა არ გექნებათ, ფული წამოვიდა. ამდენი წლის შემდეგ, როდესაც აშშ ანგარიშებს იხდიდა, ეს მშვენიერი სანახაობა იყო. მაგრამ ახლა, როდესაც არ შემიძლია თქმა: “უნდა გადაიხადოთ”, ისინი ისევ ძველს დაუბრუნდნენ”, - წერს ტრამპი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.