დონალდ ტრამპი – ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ, ახლა ჩვენი ჯერია

სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ და ახლა ჩვენი ჯერია, დავიწყოთ მათი გამოყენება ამ ქვეყნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამ კონტექსტში მან ისაუბრა ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ბრაზილია.
„ინდოეთი გვაკისრებს 100%-იანზე მეტ ტარიფებს, ჩინეთის საშუალო ტარიფი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ მათთვის გვაქვს დაწესებული და სამხრეთ კორეის საშუალო ტარიფი ოთხჯერ მეტია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ტრამპის განმარტებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს. „ის მოგვიტანს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს ისე, რაც არასდროს არ გვინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. ”ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, – დასძინა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული