დონალდ ტრამპი უკრიანისთვის Tomahawk-ების გადაცემაზე – შეიძლება რუსეთს ვუთხრა, რომ თუ ომი არ მოგვარდება, შესაძლოა, ეს გავაკეთოთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, Tomahawk-ის ტიპის რაკეტების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღოს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაგზავნის თუ არა რაკეტებს უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „ვნახოთ, შეიძლება“.
„შეიძლება მათ [რუსეთს] ვუთხრა, რომ თუ ომი არ მოგვარდება, შესაძლოა, ეს გავაკეთოთ. სურთ, რომ Tomahawk-ები მათი მიმართულებით წავიდეს? არა მგონია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა. ზელენსკის ინფორმაციით, პირველი სატელეფონო საუბრის დროს „კონკრეტული საკითხის შესახებ შეთანხმდნენ“, მეორედ საუბრისას კი „სიტუაციის ყველა ეს ასპექტი“ განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება