დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე – არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია

არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგება თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
მისი თქმით, დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ ნატო-ში ვერ გაწევრიანდება და ის ამას ეთანხმება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა. დიდი ხანია ამბობენ, რომ ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, -ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევის ნატოში გაწევრიანება არარეალურია.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!